დაკავებული ფოტორეპორტიორების მხარდასაჭერად, რომლებსაც გავრცელებული ინფორმაციით, ბრალი ჯაშუშობაში ედებათ, დღეს, 13:00 საათზე, თბილისში, მოდულის შენობასთან აქცია გაიმართება. ინფორმაცია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში" გავრცელდა.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა რამდენიმე ფოტორეპორტიორი დააკავეს. სააგენტოების ცნობით, დაკავებულები არიან „ასოშეიტედ პრესის" ფოტორეპორტიორი შახ აივაზოვი, ევროპის ფოტოსააგენტოს ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე, საქართველოს პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე და მისი მეუღლე ნათია გედენიძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე.
ფოტორეპორტიორების დაკავების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ