ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში ციმბირული წყლულის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა.
დაიფინცირებულია ახალციხის რაიონის მკვიდრი, 43 წლის მამაკაცი.
მისი თქმით, ის სასაფოლო-სამეურნეო სამუშაოების დროს დაავადდა.
ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
სპეციალისტების განცხადებით, შარშანდელთან შედარებით, წელს ციმბირული წყლულით დაავადების შემთვევებმა 2-ჯერ იმატა.
წლევანდელი 17 შემთხვევიდან 4 საგარეჯოს რაიონში გამოვლინდა.