გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ქალაქის საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად სამ სართულიანი სახლის სახურავის 30-40 კვ.მ. დაიწვა.
მათივე ინფორმაციით, სახანძრომ ცეცხლის ლოკალიზება რამდენიმე წუთში შესძლო. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
წინასწარი ინფორმაციით, გალაკტიონ ტაბიძის ქ. #9 საცხოვრებელ სახლს ცეცხლი მოძველებული სადენების გამო გაუჩნდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძროს 9 სამაშველო ჯგუფი, საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანა.