დღეს, 00.00 საათზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე "სახალხო კრება" მდუმარე აქციას გამართავს .
"26 მაისის მოვლენების შემდეგ, საქართველო აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო. 26 მაისის შემდეგ, ჩვენს ქვეყანაში დამყარდა და ფესვს იდგამს ერთი კაცის დიქტატურა მთელს ქართველ ხალხზე. რუსთაველის გამზირზე დატრიალებულმა ტრაგედიამ საბოლოოდ ჩამოხსნა ნიღაბი დღევანდელ სააკაშვილის რეჟიმს. ეს იყო საჩვენებელი, სადამსჯელო სპეცოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა ქართველი ხალხის დაშინებას. სისხლი რომელიც დაიღვარა სამუდამოდ დარჩება ხელისუფლების ჯალათების სინდისზე. საქართველო გლოვობს ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ სადამსჯელო სისხლიანი სპეცოპერაციის დროს გარდაიცვალა. შევახსენებთ რეჟიმს, 40 დღის წინ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს და კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ მსოფლიოს, რომ ევროპაში გაჩნდა ახალი სისხლიანი დიქტატორი", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც სახალხო კრებამ მდუმარე აქციის გამართვასტან დაკავშირებით გაავრცელა.