ქართული მხარე ევროსაბჭოში რუსეთის მიერ წარმოდგენილ წინადადებებს დესტრუქციულად აფასებს.
როგორც დღეს, ჟურნალისტებს ევროსაბჭოს მიერ საქართველოს საკითხზე მიღებული რეზოლუციის შეფასებისას, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, ქართულ მხარეს არასდროს შეუტანია ეჭვი, რომ ევროსაბჭო საქართველოსთან მიმართებაში პოზიციას შეცვლიდა, თუმცა სასიხარულო იყო ის ფაქტი, რომ რუსეთის წინადადება ჩავარდა.
"რუსეთის წინადადება იმ დონეზე დესტრუქციული იყო, რომ არა მხოლოდ გაზიარებული არ იყო წევრი ქვეყნების მიერ, არამედ ისეთი დიდი სახელმწიფოები, როგორებიც არიან გერმანია და საფრანგეთი, დაჟინებით მოუწოდებდნენ მას, რომ ყოფილიყო კონსტრუქციული და შეეცვალა პოზიცია", - აღნიშნა კალანდაძემ.
მისივე შეფასებით, რუსული მხარის მიერ მსგავს ნაბიჯებს ის მოჰყვა, რომ რუსეთი აბსოლუტურ იზოლაციაში აღმოჩნდა და მისი პოზიცია არცერთმა სახელმწიფომ არ გაიზიარა.