ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში შიდა სარწყავი არხების რეაბილიტაცია დასრულდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" შიდა ქართლი გუბერნატორის ადმინისტრაციიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში გაიწმინდა 4.532 კმ-იანი შიდა ქსელი, რომელიც წლების განმავლობაში ნაგვით იყო ამოვსებული და სარწყავი წყლის გასვლას ხელს უშლიდა.
რუისის მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო მიწების მორწყვა უკვე შეუფერხებლად შეუძლია. პროექტი ,,სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში განხორციელდა. ამავე პროგრამის ფარგლებში სარწყავი არხების რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში: ზღუდერში, თამარაშენში, აბისსა და კრობანშიც მიმდინარეობს. ამ სოფლებში გაწმენდითი სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება.