აშშ-ს ელჩი საქართველოში ჯონ ბასი მმართველ პარტიასა და ოპოზიციის ნაწილს შორის საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს.
"მიგვაჩნია, რომ შეთანხმება, რომელსაც აღწევს ხელისუფლება და მეორე მხრივ, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა, გახლავთ წინაგადადგმული ნაბიჯი. აშშ არ უჭერს მხარს რომელიმე კონკრეტულ პირს ან პარტიას, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, ქვეყანას და მის საზოგადოებას, მტკიცე დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებას, რომლის ფარგლებშიც მოხდება საზოგადოებრივი ნების გამოხატვა", - აღნიშნა ბასმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე თქმით, აშშ, ასევე, მხარს უჭერს საქართველოში ისეთი საარჩევნო გარემოს შექმნას, რომლის ფარგლებშიც იქნება უზრუნველყოფილი სამართლიანი და თავისუფალი არჩენების ჩატარება, იმ გარანტიით, რომ კანონით უზრუნველყოფილი იქნება თანასწორობა.
"ნაკლებად მნიშვნელოვანია მე ან აშშ რას ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია რას ფიქრობს ამ ქვეყანაში მოსახლეობა. იმედი მაქვს, რომ უახლოს პერიოდში გააქტიურდება პროცესი და ის ძალები, რომლებიც არ გახდნენ მონაწილეები ხელმოწერისა, გააქტიურებენ საუბრებს ხელისუფლებასთან საერთო ენის გამოძებნის მიზნით", - აცხადებს აშშ-ს ელჩი.