საპრეზიდენტო პროგრამის "გაზი ყველა სოფელში" ფარგლებში კომპანია "იტერა-საქართველომ" გორის რაიონის სოფელ ქვემო ნიქოზის გაზიფიცირება დაასრულა.
პროექტის ფარგლებში განცხორციელდა 6 კილომეტრი სიგრძის საშუალო წნევის გაზადენის მშენებლობა.
საპრეზიდენტი პროგრამა მაღალი და საშუალო წნევის გაზსადენის სოფელში შეყვანას გულისხმობს, რის შემდეგაც გაზგამანაწილებელ კომპანიასა და მომხმარებელს შორის გაფორმებული შეთანხმების შემთხვევაში გაზი შეუძლია მიიღოს სოფლის ნებისმიერმა მაცხოვრებელმა.
საპრეზიდენტი პროგრამა "გაზი ყველა სოფელში" ფარგლებში იგეგმება საქართველოს ტერიტორიის 70%-ის გაზიფიცირება.