"ქრისტიან-დემოკრატებმა" დასუფთავების გადასახადოს წესის შეცვლასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. სარჩელი სასამართლოში საკრებულოს დეპუტატებმა ინგა გრიგოლიამ, ზაზა გაბუნიამ და ჯაბა სამუშიამ და პარლამენტარმა გიორგი ახვლედიანმა შეიტანეს.
გიორგი ახვლედიანის თქმით, მოძრაობა ასაჩივრებს თბილისის საკრებულოს 24 ივნისის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობა დასუფთავების გადსახადს მოხმარებული ელექტროენერგიის მიხედვით გადაიხდის - ყოველ კვ/სთ-ზე 5 თეთრს.
"ეს მოსაკრებლის შესახებ კანონის დარღვევაა, კანონში წერია, რომ ერთ სულ მოსახლეზე თვეში დასუფთავების გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს სამ ლარს. ამ გადაწყვეტილებით უამრავ ადამიანს სამ ლარზე გაცილებით მეტის გადახდა მოუწევს. საკრებულოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს, რომელიც არის აღმატებული, შესაბამისად, ჩვენ მივიჩნევთ, რომ სასამართლომ ეს გადაწყვეტილება უნდა გააუქმოს", - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.
შეგახსენებთ, რომ დასუფთავების გადახდის ახალი წესი დღეიდან წავიდა ძალაში.