საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პეტრე ცისკარიშვილის მტკიცებით, ისეთი სიწყნარე, სიჩუმე და დისციპლინა, როგორიც საქართველოს პარლამენტშია, სხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებში იშვითი სანახავია.
ამის შესახებ დღეს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"თითქმის ყველგან, სადაც ვყოფილვარ პარლამენტებში ასეთი სიწყნარე, სიჩუმე და დისციპლინა იშვიათად თუ სუფევს და არის გარკვეული ემოციები, ვნებები, ხმაური, რომელიც რა თქმა უნდა საპარლამენტო ცხოვრების განუყოფელი ნაწილია", - აღნიშნა ცისკარიშვილმა.
ამასთან, დეპუტატმა საპარლამენტო ოპოზიციას თხოვნით მიმართა, რომ ნუ ეწყინებათ თუ რაღაც რეპლიკა, წამოძახილი იქნება დარბაზში, რადგან ასეთი წამოძახილები ოპოზიციის მხრიდანაც არაერთხელ ისმის.