საქართველოსთან სავიზო რეჟიმი შესაძლოა უკვე უახლოეს "ხილულ მომავალში" იქნეს გაუქმებული. განაცხადა რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლეონიდ სლუცკიმ.
მისივე თქმით, როგორ უტოპიურადაც არ უნდა გვეჩვენებოდეს დღეს ჩვენ ეს, უახლოეს მომავალში საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დალაგება მოხდება.
"ჯერ ჯერობით რუსეთის პრეზიდენტი ურთიერთიბების დალაგებისკენ პატარა, მოკრძალებული ნაბიჯების გადადგმას გვთავაზობს",- აცხადებს სლუცკი და დასძენს, რომ ორი მეზობელი სახელმწიფოს თანამშრომლობა სხვა და სხვა სიბრტყეებში შეიძლება. უპორველეს ყოვლისა და უნდა აღდგეს სატრანსპორტო მიმოსვლა".
"სატრანსპორტო დოპლომატია _ პირველ ადგილზეა, ჩვენ უკვე ყველაფერი გვაქვს სარკინიგზო გადაზიდვის გასაზრდელად",_ აცხადებს სლუცკი.