19-20 მაისს თბილისში დემოკრატიული თანამეგობრობის საპარლამენტო ფორუმი ჩატარდება.
ამის შესახებ დღეს, ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ აღნიშნა.
მისი თქმით, კონფერენციას მაღალი დონის სტუმრები, კერძოდ კი რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე დაესწრება, დელეგაციები ჩამოვლენ, როგორც ამერიკის კონგრესიდან, ასევე ევროპარლამენტიდან.
"კონფერენციაზე ევროპარლამენტის პრეზიდენტსაც ველოდებით", - დასძინა ბაქრაძემ.