რუსეთი 2008 წლის აგვისტოს ომის გამო საქართველოსგან კონტრიბუციის მოთხოვნას არ აპირებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
ლავროვის თქმით, აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ აქტიურად დაუჭირა მხარი „სამხრეთ ოსეთის მიმართვას".
"სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძულია, აქტიურადაა მხარდაჭერილი სამხრეთ ოსეთის მიმართვა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. რაც შეეხება კონტრიბუციას, დარწმუნებული არ ვარ და კონტრიბუციის მოთხოვნას არ ვაპირებთ"- განაცხადა ლავროვმა.