მენეჯმენტკომპანია დექსუსმა პროექტი CHAVCHAVADZE CORNER-ი გახსნა. ვაკეში, ჭავჭავაძისა და ყიფშიძის ქუჩების კუთხეში მდებარე შენობა, საცხოვრებელი ნაწილის გარდა, საოფისე და სავაჭრო კომპლექსს აერთიანებს. დღეს ამ სახლში ახალი ბინა და ფართი 43-მა მომხმარებელმა მიიღო. CHAVCHAVADZE CORNER-ი მესამე პროექრია, რომელიც დექსუსმა ცენტრ პოინტის მართვაში აღების შემდეგ დაასრულა. 6 თვის განმავლობასი "დექსუსმა" ამ პროექტში მილიონი ლარის სამშენებლო სამუშაო შეასრულა. საერთო ჯამში, დასრულებულ და მიმდინარე პროექტებზე 10 მილიონი ლარის სამუშაოა შესრულებული.
დექსუსის დირექტორის, გიორგი ქანანაშვილის განცხადებით, კომპანია სტაბილურად აგრძელებს ცენტრ პოინტის რეაბილიტაციის გეგმას.
"გეგმის განხორციელება აქტიურ ფაზაში შედის. დღეს გავხსენით კიდევ ერთი ობიექტი და დავასახელეთ 4 პროექტის დასრულების თარიღი. ეს პროექტები დთქმულ ვადაში დასრულდება.
CHAVCHAVADZE CORNER-ის შემდეგ, 19 აპრილს გაიხსნება დიდი დიღმის ოაზისის მე-5 კორპუსი, 11 მაისს - ხოშარაულის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კომპლექსი "აფხაზეთი", 28 სექტემბერს - ბათუმის "თეთრი მაგნოლია" და 1-ელ ოქტომბერს - წყნეთის საცხოვრებელი კომპლექსი. ამ პროექტებით კომპანია დამატებით მომხმარებლების 22 %-ს დააკმაყოფილებს.
კომპანიის დამფუძნებლებმა გიორგი ქანანაშვილმა, ირაკლი კიღურაძემ და ივანე ცაგურიამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რითაც კიდევ ერტხელ დააფიქსირეს ცენტრ პოინტის რეაბილიტაციია გეგმის შესრულებისთვის მზადყოფნა.
დექსუსმა ცენტრ პოინტის ქოლგის ქვეშ გაერთიანებულ კომპანიათა ჯგუფის 100%-იანი წილი მართვაში 2010 წლის სექტემბერში აიღო. დექსუსის მართვაში შესვლამდე პროექტებში სამშენებლო სამუსაო პრაქტიკულად შეჩერებული იყო. კომპანიამ შეიმუშავა ცენტრ პოინტის რეაბილიტაციის გეგმა. გეგმის მიხედვით, 2012 წლის აპრილამდე მომხმარებლების 51,5 % უნდა დაკმაყფილდეს.