მალე ბაზარზე "შუმის" ახალი პროდუქტი გამოჩნდება. აპრილის ბოლომდე, ღვინის მწარმოებელი კომპანია "შუმი" ახალ ბიოღვინო - "საფერავს" გამოიტანს. კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით, ღვინო სპეციალურ, ფრანგულ ბოთლებში ჩამოისხმება და მისი ღირებულება ჩვეულებრივ ღვინოსთან შედარებით 70-80%-ით ძვირი იქნება. კომპანიაში ამბობენ, რომ საწყის ეტაპზე, "საფერავი" მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება.
ღვინის კომპანია "შუმი" ბილოგიურ ღვინოს. 2005 წლიდან ეკოლოგიურად სუფთა, სოფლის მეურნეობის წარმოების დაცვით მოვლილი საფერავის ჯიშის ყურძნისგან აწარმოებს
2005 წლიდან, პირველად ქართული ღვინის წარმოების ისტორიაში, "შუმმა" მოსავლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით დაიწყო "მწვანე რთველის" მეთოდის გამოყენება.
ეს მეთოდი მდოგმარეობს მოსავლიანობის ხელოვნურად შეზღუდვაში, კერძოდ, ყურძნის დამწიფებამდე ხდება ვაზზე მტევნების რაოდენობის მკვეთრი შემცირება, რის შედეგადაც ვიღებთ უმაღლესი ხარისხის მოსავალს.
ბიოპროდუქტების საწარმოებლად კომპანიას წინანდალში ვენახები 5 ჰექტარი მიწის ფართზე აქვს.
სულ კომპანია 50-მდე სახეობის ღვინის, არყისა და კონიაკის სახეობას აწარმოებს.
ადგილობრივი ბაზრის გარდა, კომპანია ექსპორტზედაც აქტიურადაა წარმოდგენილი.
"შუმის" მიერ პირველად საქართველოში ვაზისა და ღვინის მუზეუმი "ვაზიონი" დაარსდა. მუზეუმი "შუმის" ქარხნის ტერიტორიაზე მდებარეობს და საკოლექციო ვენახს და საექსპოზიციო დარბაზს მოიცავს. საექსპოზიციო დარბაზში წარმოდგენილია უძველესი ხანის არქეოლოგიური ექსპონატები, რომლებიც მეტყველებენ ქართული მეღვინეობის და მევენახეობის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე.
"ვაზიონის" საკოლექციო ვენახში კი განთავსებულია გადაშენებას გადარჩენილი 280 სახეობის უძველესი ქართულ ვაზის ჯიშები. აქვეა წარმოდგენილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელებული 90 დასახელების ვაზის ჯიშები.
მუზეუმი ღიაა დამთვალიერებლებისთვის. მსურველებს აქვთ შესაძლებლობა, "ვაზიონის" სადეგუსტაციო დარბაზში დააჭაშნიკონ კომპანია "შუმის" პროდუქცია.