თურქულმა ინვესტიციებმა აჭარა დაიპყრეს და საქართველოს ეკონომიკა გაანადგურეს, ასეთი სათაურით მასალას "panarmenian.net" აქვეყნებს. გამოცემა აქცენტენს ყარსის ხელშეკრულებაზე აკეთებს და საქართველოში თურქეთის ეკონომიკურ ექსპანსიაზე საუბრობს. იქვე აღნიშნულია, რომ თუ სომხეთსა და თუქერთს შორის საზღვარი გაიხსნება ეს „ოსმალეთის იმპერიის" აღდგენის ტოლფასი იქნნება.
სტატიაში აღნიშნულია, რომ 1921 წელს გაფორმებული "ყარსის ხელშეკრულება" იყო დარტყმა, არა მხოლოდ სომხეთზე, არამედ მთელს სამხრეთ კავკასიისიაზე და კერძოდ, საქართველოზე.
გამოცემა წერს, რომ ხელშეკრულებაში სომხეთის მიწების გაყოფის გარდა, ასევე იყო მუხლი აჭარის სადავო ტერიტორიებზე.
"ხელშეკრულების თანახმად, რუსეთი და თურქეთი, საქართველოს შემადგენლობაში აჭარის სუვერენიტეტის გარანტორები, არიან. თურქეთმა აჭარაზე უფლებების უარის სანაცვლოდ მიიღო უფლება ბათუმის პორტის გადასახადების გარეშე გამოყენებაზე", - აღნიშნულია სტატიაში.
გამოცემა წერს, რომ "ყარსის ხელშეკრულკების" თანახმად, ბათუმის პორტი უნდა ყოფილიყო თავისუფალი ზონა საქართველოსთვის, რუსეთისთვის, აზერბაიჯანისათვის, სომხეთისა და თურქეთისათვის. თუმცა სსრკ-მა თუქეთთან საზღვარი ჩაკეტა, შესაბამისად ხელშეკრულება ძალაში არ შესულა და ბათუმი თავისუფალი ქალაქი არ გამხდარა. 1992 წელს საქართველოს პარლამენტმა დაადასტურა ყარსის ხელშეკრულება და ის უავადო დროით გააგრძელა.
"panarmenian.net" წერს, რომ "ყარსის ხელშეკრულება" აჭარას გარანტიას ანიჭებს სტატუსისა და რელიგიის საკითხში, თუმცა იგი არ მუშაობს. „როგორც პრაქტიკამ აჩვენა 2008 წლის აგვისტოში თურქეთმა მზადყოფნაში მოიყვანა საკუთარი შეიარაღებული ძალები და იმ შემთხვევაში თუ რუსეთის ჯარები 100 კილომეტრით მიაუხლოვდებოდნენ საქართველო-თურქეთის საზღვარს, თურქეთის არმია მზად იყო საქართველოს ტერიტორიაზე ბუფერული ზონის შესაქმნელად, შემოჭრილიყო. ამ დროს თურქული მხარე ხელმძღვანელობა არა "ყარსის ხელშეკრულებით", არამედ ნატოს წევრი ქვეყნის სტატუსით.
„თუ რა შედეგი მოუტანა თურქეთთან საზღვის გახსნამ, ამას საქართველო უკვე მიხვდა და სომხეთმა მხოლოდ უნდა შეხედოს თუ რა სჭირს საქართველოს ეკონომიკას. უფრო სწორედ, ეკონომიკა საერთოდ არ არსებობს და ქართული ბაზარი სრულად აქვთ მოცული თურქულ კომპანიებს", - წერს გამოცემა და მაგალითისათვის მოყავს აჭარის რეგიონი.
გამოცემა აღნიშნავს, რომ თუ სომხეთი თურქეთთან საზღვარს გახსნის, ეს ფაქტობრივად ოსმალეთის იმპერიის აღდგენის ტოლფასი იქნება.