სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბი-სი-აიმ" ბაზარზე ახალი პროდუქტი გამოიტანა. დღეს სასტუმრო თბილისი მარიოტში ალდაგი ბისიაის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გამყრელიძემ ჯანმრთელობის დაზღვევის ახალ პროდუქტზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
გამყრელიძის ინფორმაციით, 2011 წლის განმავლობაში ალდაგი ბისიაიმ რამდენიმე უნიკალური სადაზღვევო პროდუქტის გამოშვებას გეგმავს, რომელზეც კომპანიაში უკვე აქტიურად მუშაობენ. სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დღემდე მოსახლეობას არ ჰქონდა საშუალება დაზღვევა ეყიდა მაშინ, როცა ის სჭირდებოდა. პირველად საქართველოს ისტორიაში ალდაგი ბისიამ შექმნა პროდუქტი რომლის შეძენაც შესაძლებელია სამედიცინო მომსაუხრეობის მიღებამდე 5 წუთით ადრე. მომხმარებელს ასაკის შეუზღუდავად საშუალება აქვს შეიძინოს ჯანმრთობის დაზღვევის პროდუქტი 99 ლარად. თანხის გადახდისთანავე დაზღვეულს შუეძლია მიიღს 50 ლარის სამედიცინო მომსახურეობა 100 პროცენტიანი თანადაფინანსებით. პოლისის მფლობელი მთელი წლის განმავლობაში ისარგებლებს 50 პროცენტიანი თანადაფინანსებით ამბულატორიულ სერვისებზე, 100 პროცენტიანი თანადაფინანსებით გადაუდებელ ჰოსპიტალურ მომსახურეობაზე და კიდევ სხვა მრავალი ბენეფიტით.
"ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ იმაზე თუ როგორ უნდა გამხდარიყო დაზღვევა ხელმისაწყვდომი და სასურველ მოსახლეობისთვის, რადგან დაზღვეულთა რაოდენობის ზრდა ავტომატურად ქვეყანაში სოციალური ფონის გაუმჯობესებას ნიშნავს.
აღნიშნულ პროდუქტზე მუშაობისას გავითვალისწინეთ ის რომ ადამიანს ხშირად უჭურს საკუთარი რისკი შეაფასოს წინასწარ და მით უფრო გადაიხადოს თანხა ამ რისკის მინიმიზაციაში. ჩვენ ერთგვარად შევცვალეთ სადაზღვევო პროდუქტის კონცეფცია და მომხმარებელს მივეცით საშუალება ზუსტად მაშინ იყიდოს დაზღვევა, როცა მას ეს სჭირდება. მჯერა რომ ეს ერთგვარი რევოლუციური ნაბიჯი შედეგს გამოიღებს და ქვეყანაში დაზღვეულთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება. ეს არის პირველი პროდუქტი ასეთი დიზაინის, მაგრამ ჩვენ უკვე დამზადებული გვაქვს იმავე პრინციპზე აგებული სადაზღვევო პროდუქტების სერია, რომელსცა ძალიან მალე გამოვუშვებთ ბაზარზე",' - განაცხადა ალდაგი ბისიაის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ.
კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით, ჯანმრთლეობის დაზღEვევის პოლისის შეძენა შესაძლებელია კომპანიის სადაზღვევო წარმომადგენლებთან, ჩემი ოჯახის კლინიკის ფილიალებში და ასევე ალდაგი ბისიაის ოფისებში.
აღნიშნული ინოვაციური სერვისით სარგებლობა პირველად დიანერგება თბილისში, ბათუმსა დაქუთაისში. ხოლო შემდგომ ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე გავრცელდება.
კომპანში აცხადებენ, რომ აღნიშნული პროდუქტი ყველასათვის მიმზიდველი გახდება და წლის ბოლომდე ამ პროდუქტით დაახლოებით 20 ათასი ბენეფიციარი ისარგებლებს.
ალდაგი ბისიაის გენერალური დირექტორის ნიკოლოზ გამყრელიძის განცხადებით, ფიზიკური პირების დაზღვევის ბაზარი ასქართველოში საკმაოდ მწირეა და ამიტომ ალდაგი ბისიამ გადაწყვიტა ამ მიმართულებით გააქტიურდეს და აქტიური მარკეტინგული კამპანია აწარმოოს.