დღეს, 4 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, რომლიც სამუშაო ვიზიტით ესპანეთის სამეფოში იმყოფება  ქვეყნის  საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრ ტრინიდად ხიმენეს გარსია ერერას შეხვდება, 5 აპრილს კი ესპანეთის სამეფოს დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე ხოსე ბონო მარტინესთან გამართავს შეხვედრას. 
შეხვედრაზე განიხილება საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები. 
გრიგოლ ვაშაძე ესპანეთში აშშ-დან ჩავიდა, სადაც უკვე ერთი კვირაა სამუშაო ვიზიტით იმყოფება.