მთავრობა ანაკლიის სანაპირო ზოლზე ბულვარის გაშენების მეორე ეტაპის სამუშაოებს იწყებს, რისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 9 მლნ. ლარი გამოიყოფა.
ბულვარის გაშენების მეორე ეტაპზე იგეგმება ბულვარისათვის საჭირო მცირე არქიტექტურული ფორმების, გარე განათების ინვენტარის შეძენისა და მონტაჟისათვის, აგრეთვე ადგილობრივი მცხოვრებლების საკუთრებაში არსებული ნგრევის ზოლში
მოყოლებული შენობა-ნაგებობების კომპენსაციის გასაცემა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოების დასაფინანსებლად მიმდინარე წელს 5 მლნ. ლარი უკვე გამოიყო.