სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი საზოგადოებას სოფლის მეურნეობის სექტორისათვის გამოყოფილი 150 მლნ. ლარის ხარჯვის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ბაკურ კვეზერელი, დღეს, 3 აპრილს საგანგებო ბრიფინგს გამართავს და სწორედ 150 მლნ ლარის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შესახებ ისაუბრებს.
ბრიფინგი სოფლის მეურნეობის სამინისტროში 11:00 საათისთვისაა დაგეგმილი.
შეგახსენებთ, რომ სამთავრობო კვირეულის ფარგლებში საპარლამენტო უმცირესობამ სოფლის მეურნეობის მინისტრისა და 150 მლნ. ლარის მიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით გარკვეული პრეტენზიები გამოთქვეს.