1-ლი აპრილიდან 10 აპრილამდე მომხმარებელი, რომელიც "ელიტ ელექტრონიქსის" მაღაზიათა ქსელში შეიძენს მობილურ ტელეფონს, ფასდაკლებასთან ერთად ნებისმიერ ოპერატორზე საჩუქრად 50- ან 100-ლარიან სასაუბრო დროს მიიღებს.
ახალი აქცია Blackberry-ის, Nokia-ს, Sonyericsson-ის, Samsung-ის გარკველ მოდელებზე გავრცელდება. აქციაში მონაწილე ტელეფონები ნებისმიერი კატეგორისს მომხმარებელზეა გათვლილი და როგორც მოზარდების, ასევე ბიზნესის კლასის წარმომადგენლების მოთხოვნებსაც აკმაყოფილებს. მათი ფასი კი 499-იდან - 1369 ლარამდე მერყეობს.
ზემოთ ჩამოთვლილი ბრენდების გარდა, კომპანიის მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია ასევე HTC-ის, LG-ის, MOTOROLA-სა და APPLE-ის მობილური ტელეფონებიც, რომლებზეც ასევე ვრცელდება 5-10%-იანი ფასდაკლება.
გარდა ამისა, 4 აპრილიდან "ელიტ ელექტრონიქსი" მობილურ ტელეფონებზე კიდევ ერთ გრანდიოზულ აქციის იწყებს. ქსელში წარმოდგენილი ყველა ბრენდის 2009-2010 წლის სხვადასხვა მოდელზე კომპანია 60%-იან ფასდაკლებას გამოაცხადებს.