სს "საქართველოს ბანკს", "სესხების საგაზაფხულო კოლექციის" ფარგლებში, ავტო სესხზე სპეციალური შეთავაზება აქვს. "საქართველოს ბანკი" საშუალებას აძლევს მათ, ვისაც ავტომანქანის შეძენა სურს საზღვარგარეთ, ისარგებლონ ავტო სესხით მხოლოდ შესაძენი ავტომობილის უზრუნველყოფით. ამასთან, "საქართველოს ბანკი" დააზღვევს საზღვარგარეთ მყოფი მანქანის ტრანსპორტირებას და დაზღვევას საჩუქრად გადასცემს ყველას, ვინც ისარგებლებს ხსენებული სესხით 1 ივნისამდე.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ბანკიდან აცნობეს, აღნიშნული შეთავაზებით სარგებლობისთვის, მომხმარებელმა უნდა შეარჩიოს "საქართველოს ბანკის" პარტნიორი ორგანიზაციების საშუალებით სასურველი ავტომანქანა საზღვარგარეთ, შემდეგ მიმართოს "საქართველოს ბანკს" სესხით სარგებლობისთვის. სესხი მოიცავს ავტომანქანის საბაზრო ღირებულებას, ტრანსპორტირების და განბაჟების ხარჯებს, ავტოდილერის მომსახურების საკომისიოს, "საქართველოს ბანკი" ასევე, უზრუნველყოფს შეძენილი ავტომანქანის გზაშივე დაზღვევას.
"საქართველოს ბანკის" ავტოსესხით სარგებლობა შეუძლია ყველას, ვისი ყოველთვიური შემოსავალიც შეადგენს 750 ლარს და მეტს, ვადით 5 წლამდე. ავტომანქანის საზღვარგარეთ შეძენის შეთხვევაში, ბანკი დააფინანსებს მთლიან ხარჯებს, თანხის 70%-მდე.