ტექნიკის ბაზარზე სუპერსაჩუქრების ერთკვირიანი ბუმი იწყება, რომელიც 25 მარტიდან 1-ელ აპრილამდე გაგრძელდება.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" კომპანიიდან აცნობეს, კვირეულის ფარგლებში ყველა მყიდველს, ვინც ნებისმიერი ბრენდის მაცივარს, გაზქურას ან სარეცხი მანქანას შეიძენს ტექნობუმში, ეძლევა შანსი LCD ტელევიზორების, კომპიუტერების, ნოუთბუქების, ფოტოაპარატების, მაცივრების, სარეცხი მანქანების, უთოების, ფენების, მაისურების, მობილური ტელეფონებისა და სხვა საჩუქრების მფლობელი გახდეს, რომელსაც თავად ამოიღებს მწარმოებლების მიერ დაწესებული საჩუქრების ბუმიდან.
იმისთვის, რომ ყველა მყიდველმა "ტექნო ბუმში" მიიღოს მაქსიმუმი, ძვირფასი საჩუქრების ბუმის მიუხედავად, მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილ ტექნიკაზე კვლავაც ვრცელდება საქართველოში ყველაზე დაბალი ფასის გარანტია, რომელიც მომხმარებელს აზღვევს 10Dდღის განმავლობაში და აძლევს საშუალებას, ამ პერიოდში სხვა ქსელში ნებისმიერი აქციისა და ფასდაკლების დაწყების შემთხვევაში, ფასის სხვაობა დაიბრუნოს. - აცხადებენ ტექნო ბუმში
შეგახსენებთ, რომ კომპანია "ტექნო ბუმის" ქსელი ადგილობრივ ბაზარზე 2010 წლის მაისიდან მოქმედებს და გამორჩეულია მუდმივად განახლებული აქციებითა და სიურპრიზებით.