საქართველოში გზებზე გადაადგილება ფასიანი არ გახდება. ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამთავრობო დებატების დროს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლეიშვილმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, გზა ფასიანი იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს, თუ მას ალტერნატიული გზა აქვს.
"საქართველოში ალტერნატიული გზები არ არის. შესაბამისად, მინდა დაგამშვიდოთ და გითხრათ, რომ გზა ფასიანი არ გახდება", - მიმართა დეპუტატებს მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს სხდომაზე დეპუტატები დაინტერესდნენ, რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს გზებზე გადაადგილებაზე საფასურის დაწესება.