ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბალიანი ოპოზიციონერი დეპუტატ გია ცაგარეიშვილისგან პირობის შესრულებას ითხოვს.
როგორც დღეს, პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე სუბელიანმა დებატების დროს განაცხადა, ცაგარეიშვილმა მას პირობა მისცა, რომ წყალტუბოდან დევნილების გამოსახლების პროცესის დაწყების დროს მასთან ერთად ჩავა ადგილზე.
"მინდა ეს პირობა დაფიქსირდეს, როდესაც დადგება დრო და სამუშაოებს დავასრულებთ ცაგარეიშვილი არ შემიცვლის ფირფიტას და ჩემთან ერთად წამოვა", - აღნიშნა სუბელიანმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს სამთავრობო დებატების დროს დეპუტატმა ცაგრეიშვილმა დევნილთა მინისტრს წყალტუბოს კომპაქტურ ჩასახლების ფოტოები გადასცა, სადაც დევნილები გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ.