საქართველოში ხორბლისა და პურის ფასის სტაბილურობის გარანტორად, სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი ქვეყანაში ხორბლის საცავების მშენებლობას ასახელებს. მინისტრის თქმით, აუცილებელია, რომ პორტთან ახლოს ხორბლის საცავი აშენდეს.
"მნიშვნელოვანია, პორტთან ახლოს ხორბლის შესანახი ელივატორი არსებობდეს, რომელიც ყაზახური ხორბლით დაიტვირთება. ასეთი პროექტის განხორციელებით ყახაზური კომპანიები დაინტერესებულნი არიან, რაც ბაზარზე სტაბილურობას შექმნის", - აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრი.
შეგახსენებთ, რომ ფოთში ხორბლის შესანახი მეურნეობის მშენებლობაზე განცხადებს რამდენიმე ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტმაც გააკეთა.