"ჰოლივუდი" და "ბოლივუდი" შეთანხმდნენ გადაიღონ ერთობლივი ნამუშევარი, რომელიც ინდოეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ინდირა განგის ბიოგრაფიული ეპოპეა იქნება. ორნაწილიან სურათში მთავარ როლს ბოლვუდის დედოფალი მადური დიქსიტი შეასრულებს.
ფილმში მონაწილეობას მიიღებენ ჰოლივუდის გამოჩენილი ვარსკვლავები ტომ ჰენკსი და ტომი ლი ჯონსი. მსახიობები ამერიკის პეზიდენტების ლინდონ ჯონსონისა და რიჩარდ ნიქსონის როლებს შეასრულებენ. ხოლო ინგლისელი მსახიობები ჰელენ მილერი და ემილი უოტსონი დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელიზაბეტ მეორესა და პრემიერ- მინისტრის მარგარიტა ტეტჩერის როლებს.
ფილმი ცენტრალური ეპიზოდი იქნება 30-წუთიანი სცენა, რომლის დროსაც გათამაშდება 1971 წლის ინდოეთისა და პაკისტანის ომის ეპიზოდი.
ფილმის ბიუჯეტი 65 მილიონ დოლარზე მეტი იქნება.