"ადამიანი ობობას" რეჟისორმა სემ რეინიმ გადაწყვიტა, გადაიღოს ფილმი "პანიკური შეტევა", რომელიც სიუჟეტით "მეცხრე რაიონს" ჰგავს. იგი ფილმს რეჟისორ ფედე ალვარესთან ერთად გადაიღებს.
რამდენიე დღის წინ ალვარესმა მაყურებლებს წარუდგინა თავისი 5-წუთიანი ნაუშევარი "პანიკური შეტევა". ვიდეორგოლის სიუჟეტის მიხედვით, დედამიწას უტევენ უდიდესი რობოტები.
სემ რეინი იმდენად დაინტერესდა პროექტით, რომ გადაწყვიტა იგი სრულმასშტაბიან ფილმად აქციოს.
ალვარესის თქმით, ფილმის ბიუჯეტი 30-40 მილიონი დოლარი იქნება.