"შერლოკ ჰოლმსს", რომლიც გაი რიჩმა გადაიღო, შემდგომი გაგრძელების პერსპოექტივა აქვს. რეჟისორმა უკვე დაგეგმა ფილმის ახალი გაგრძელება. რიჩის გეგმებზე ჰოლმსის როლის შემსრულებელმა რობერტ დაუნი უმცროსმა განაცხადა.
"მე, გაიმ და ჩემმა მეუღლემ, პროდიუსერმა სიუზან დაუნმა, ასევე პროდიუსერმა ჯოელ სილვერმა უკვე ზუსტად ვიცით, რომ ორ ახალ ფილმს გადავიღებთ", - განაცხადა მსახიობმა, თუმცა დასძინა, რომ მისთვის ჯეჯერობით უცნობია, როგორ განხორციელდება ეს პროექტი.
"სიამონებით ვიხეტალებდი შერლოკ ჰოლმსსა და "რკინის კაცს" შორის, ვიდრე პენსიაზე არ გავალ", - განახადა დაუნი უმცროსმა.
მსახიობის თქმით, იგი ბედნიერია, რომ შერლოკ ჰოლმსი გაგრძელების შესაძლებლობას იძლევა.
გაი რიჩის პირველი "ჰოლმსი" ეკრანებზე საშობაოდ გამოვა.