ერთი წლის განმავლობაში რუსეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სიკვდილიანობა 6 %-ით გაიზარდა. ეს განცხადება რუსეთის გენპროკურატურის სამმართველოს უფროსმა სერგეი კუდენეევმა სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის გაფართოებულ კოლეგიაზე გააკეთა.
"2010 წელს გამასწორებელ დაწესებულებებზე გარდაცვლილია 4423 ადამიანი. ეს მაჩვენებელი 6 %-ით უარესია 2009 წლის მაჩვენებელზე", _ განაცხადა კუდენეევმა და დასძინა, რომ პროკურატურის თანამშრომლები პატიმართა მიერ ჯანმრთელობის დაცვის უფლების დარღვევის ფაქტების გამოვლენას აგრძელებენ.
"ხშირად გამოიყენება სამედიცინო მოწყობილობა რომელიც ვადაგასულია. არ არის სამედიცინო პრეპარატები. არაკვალიფიციური და არადროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და მოძველებული მოწყობილობების გამოყენება არის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი პატიმრებში სიკვდილიანობის მაჩვენებლის გაზრდისა", _ აცხადებს სერგეი კუდენეევი. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას რუსული მედია აღნიშნავს, რომ ამ ზრდის სხვა მიზეზებზე საუბარი არ ყოფილა.
სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის დირექტორი ალექსანდრე რეიმერის მონაცემებით დაახლოებით 830 ათასი პატიმრიდან 90 % ავადაა. 410 ათასს კი სოციალურად მნიშვნელოვანი დაავადებები აქვთ, ისეთები როგორებიცაა შიდსი, ტუბერკულოზი და სხვა.