რუსეთის დუმის საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინე კოსაჩოვი დარწმუნებულია, რომ რუსეთში შეუძლებელია იმ მოვლენების განმეორება, რომლებიც ჩრდილოეთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ხდება. თუმცა კოსაჩოვი ასევე აცხადებს, რომ რუსეთმა ამ მოვლენებიდან გაკვეთილი უნდა მიიღოს.
"რუსეთში, ყოველ შემთხვევაში განვითარების ამ ეტაპზე მსგავსი არაფერი არ უნდა მოხდეს. რუსეთში კი არაბული მღელვარებების განმეორებაზე ისინი საუბრობენ ვისაც ძალიან უნდა რომ ეს ასე მოხდეს", _ აღნიშნავს კოსაჩოვი.
მისივე თქმით, რუსეთის საზოგადოებაში, მიუხედავად არსებული სოციალ-ეკონომიკური სიძნელეებისა და შენარჩუნებადი სიღარიბისა, მაინც "არ არის ის უკიდეგანო და უიმედო სიღატაკე, რომელიც ხალხის უმართავ ნაკადს, ისევე როგორც არაბეთში, ქუჩებში გასვლისკენ უბიძგებს".