ავღანეთში, კუნარის პროვინციაში, სკოლასთან მომხდარ აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა, 110 კი დაშავდა - დაღუპულთა და დაშავებულთა უმეტესობა ბავშვია.
Associated Press-ის ცნობით, აფეთქება შაბათს, პროვინციის დედაქალაქ ასადაბადის გარეუბანში მდებარე დაწყებით და საშუალო სკოლასთან მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, სკოლის მახლობლად მდებარე ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობში მომხდარი ინციდენტი გახდა. საწყობი სამთო-მომპოვებელ კომპანიებს ეკუთვნოდა.
კუნარის პროვინციის კულტურისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის, სამი ულ-ჰაკ ბაიანის განცხადებით, აფეთქება საწყობში უსაფრთხოების წესების დარღვევას უკავშირდება. მისივე თქმით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.