„კონკრეტულად ამ სისხლის სამართლის საქმეზე კომენტარს არ გავაკეთებ, იმიტომ რომ ეს ჩემი საქმე არ არის, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ სახელმწიფოებრივ ურთიერთობებში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "პირველი კავკასიური არხისათვის" მიცემულ ინტერვიუში ქრთამის მიცემის მცდელობაში ბრალდებული ებრაელი მეწარმეების დაკავებისა და საქართველოსა და ისრაელს შორის არსებული სიტუაციის კომენტირებისას.
"მთლიანობაში შემიძლია ვთქვა, რომ ურთიერთობა საქართველოსა და ისრაელს შორის შესანიშნავია. და ეს გამოიხატება პოლიტიკურ დონეზეც და იმ დონეზეც, რომ აქ 2000 ათასამდე ებრაელი ცხოვრობს, რომლებიც ინარჩუნებენ მჭიდრო კავშირს თავიანთ სამშობლოსთან. ბევრი ტურისტი ჩამოდის ისრაელიდან საქართველოში და პირიქით", _ აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ სახელმწიფოებრივ ურთიერთობებში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს.
"არიან მაგალითად ქართველები რომელებიც ისრაელში კანონის დარღვევის გამო იქ ციხეში იმყოფებიან და პირიქით. მაგრამ ამას ყველაფერს სასამართლოები წყვეტს და იმიტომ რომ ჩვენ დემოკრატიულ და არაკორუმპირებულ ქვეყანას ვაშენებთ ყველაზე მეგობრული ურთიერთობებიც და ყველაზე მაღალი პოლიტიკური კონტაქტებიც ვერ შეცვლიან სასამართლოების გადაწვეტილებას, რომლებიც კანონის უზენაესობის ჩარჩოებში მოქმედებენ", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო ისრაელთან ახლა ასრულებს მუშაობას უვიზო რეჟიმით მიმოსვლის შეთანხმების შესახებ და ჩვენ პირველ ადგილზე ვართ ამაში რეგიონში კორუფციის არარსებობის თვალსაზრისით.
"თუმცა ყველა როდია მზად თამაშის ამ წესებით ითამაშონ მათ შორის შესაძლოა უცხოელებიც იყვნენ. ეს გასაგებიცაა იმიტომ, რომ საქართველო აქამდე იყო ქვეყანა სადაც ყველაფერი იყიდებოდა სამთავრობო დონეზე", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.