ომი სახიფათოდ უახლოვდება მოლდოვას, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ სოციალურ ქსელში წერს.
„ვგმობ რუსეთის მიერ დღეს დილით უკრაინაზე განხორციელებულ თავდასხმას. მისი ომი სახიფათოდ უახლოვდება მოლდოვას.
„რუსეთის საჰაერო თავდასხმის ხუთმა საშუალებამ, მათ შორის „ბანდეროლის“ ტიპის რაკეტებმა და დრონებმა, დაარღვია ჩვენი საჰაერო სივრცე და ჩვენს ტერიტორიაზე აფეთქდა. მოსკოვი საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს მთელ ევროპაში და ის უნდა შეჩერდეს,“ - წერს სანდუ.