პარტია "საქართველოსთვის" ნომერ მეექვსე პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარი სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე სასწრაფო გამოძიებას მოითხოვს.
პარტიის წევრი, დეპუტატი სოფიო ხორგუანი. მიმართავს იუსტიციის მინისტრს, პაატა სალიას, პასუხისმგებლობა აიღოს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ფიზიკურ უსაფრთხოებაზე განაცხადა
"ოცნების" მმართველობის 14 წლის თავზე ვიგებთ საგანგაშო ინფორმაციას, რომ 31 წლის ახალგაზრდა კაცი პენიტენციურ დაწესებულებაში გააუპატიურეს, რაც არის უმძიმესი ამბავი და რაც ყველაზე საგანგაშოა, ამაზე საუბრობს თავად მსხვერპლი თავის სასამართლო პროცესზე.
"ოცნება" არის პარტია, რომელმაც ნაც.მოძრაობის ხელისუფლების მემკვიდრეობა გააგრძელა სასამართლოში ყოფილი ნაცი მოსამართთლეებით, პარლამენტში ყოფილი ნაცი დეპუტატებით და ხელისუფლებაში - ყოფილი ნაცი მინისტრებით. შესაბამისად ამ პირობებში საზოგადოებაში არ არსებობს ნდობა, რომ იგივე არ ხდება ციხეებშიც.
მოვითხოვოთ სასწრაფო გამოძიებას აღნიშნულ ფაქტზე. ყველა კადრის სრულად გასაჯაროვებას, გამოძიების მიმდინარეობისას პენიტენციურის სისტემის შესაბამისი ხელმძღვანელის და მხილებული პირების უფლებასმოსილების შეჩერებას გამოძიების დასრულებამდე. დაზარალებული ადამიანის ფიზიკური უსაფრთხოების დაცვას.
ჩვენი გუნდი გამოიყენებს ყველა საპარლამენტო მექანიზმს, რომ აღნიშნული უმძიმესი ფაქტი არ დარჩეს რეაგირების გარეშე. ჩვენი პარტიის ფრაქციის დეპუტატები შევხვდებით პატიმარს, ამ უმძიმეს ფაქტს ბოლომდე მივადევნებთ თვალყურს და საზოგადოებას მივაწვდით სრულყოფილ ინფორმაციას. მივმართავ პირადად პაატა სალიას, პასუხისმგებლობა აიღოს ამ ადამიანის ფიზიკურ უსაფრთხოებაზე",- განაცხადა სოფიო ხორგუანმა.
ცნობისთვის, მსჯავრდებული გიორგი დავითაძის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაკეთებული განცხადების მიხედვით, ის N6 პენიტენციური დაწესებულების ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. მისივე თქმით, აღნიშნული დეესკალაციის ოთახში განხორციელდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და მისი მტკიცებით, „ყველაფერი კამერებში ჩანს“.
საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.