აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 23 სექტემბერს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, დახურული შეხვედრა გამართეს.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
ზახაროვამ შეხვედრიდან ფოტო გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორმხრივი ურთიერთობები და უკრაინის ომი განიხილეს.