საქართველოზე ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე პატიმრობაში მყოფ კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერს, ელენე ხოშტარიას სოლიდარობას უცხადებს.
"365 დღე ციხეში პლაკატზე დაწერილი ორი სიტყვის გამო. აი, რას უწოდებს „ქართული ოცნება“ სამართლიანობას. ელენე ხოშტარიამ გისოსებს მიღმა სრული წელი გაატარა. ის არ არის გამონაკლისი, ეს არის მეთოდი - ციხეში ჩასვან ნებისმიერი, ვინც ხმამაღლა იტყვის, რომ ივანიშვილის მთავრობა მოსკოვს ემსახურება. თავისუფლება ელენეს!" - წერს რასა იუკნევიჩიენე.