უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის სარატოვისა და ვოლგოგრადის რეგიონებში ნავთობის ინდუსტრიის საწარმოებსა და ობიექტებზე, ასევე რუსეთის კიდევ ექვს რეგიონში მდებარე სამიზნეებზე იერიში მიიტანეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„შავი ზღვის მიმართულებითაც არის შედეგები. უკრაინული შორი მოქმედების სანქციები გამოყენებული იყო დაღესტანში, უდმურტეთში, ტულის, ნიჟნი ნოვგოროდის, პერმისა და სამარის რეგიონებში მდებარე სამიზნეების წინააღმდეგაც. მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც უკრაინის შესაძლებლობებს აძლიერებს, რათა რუსეთში ომის მხარდამჭერი არცერთი ობიექტისთვის უსაფრთხო ადგილი აღარ დარჩეს“, - წერს ზელენსკი.
მანამდე უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა განაცხადეს, რომ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დააზიანეს. საწარმოს ნავთობის გადამუშავების საპროექტო სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 7 მილიონი ტონაა და ის უკრაინის ტერიტორიიდან დაახლოებით 600 კილომეტრში მდებარეობს.