დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა, რომ გრენლანდიელებს არ სურთ, ამერიკელები გახდნენ.
მეტე ფრედერიქსენი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ Truth Social-ზე გამოქვეყნებულ რუკის ფოტოს გამოეხმაურა, რომელზეც კანადა, გრენლანდია, ისლანდია, მექსიკა, ასევე, ცენტრალური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნები აშშ-ის შემადგენლობაში და დროშის ფერებშია გამოსახული.
„გრენლანდიის მთავრობასა და გრენლანდიელ ხალხს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ მათ ამერიკელობა არ სურთ. იმედი მაქვს, ამ საკითხზე არავის ეპარება ეჭვი - არც აშშ-ში და არც დანარჩენ მსოფლიოში. სწორედ გრენლანდიელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი. და, რა თქმა უნდა, გრენლანდია არ იყიდება.“, - განაცხადა ფრედერიქსენმა.
ცნობისთვის, ისლანდიის საგარეო უწყებაში აშშ-ის ელჩი დაიბარეს მას შემდეგ ,რაც დონალდ ტრამპმა გამოაქვეყნა რუკა, რომელზეც კუნძული აშშ-ის დროშის ქვეშაა მოქცეული. ტრამპს არ განუმარტავს, რატომ გამოაქვეყნა ეს რუკა.