არ გამოვრიცხავ, ჩემი ამ პოსტზე ყოფნა დიდი ხანი არ იყოს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი მთავარი მისიაა, მენეჯმენტის გამართვა, დახვეწა, რელსებზე დაყენება და მერე თუ სხვაგან იქნება უფრო მეტი გამოწვევა, შეიძლება იქაც გადავინაცვლო - ამ მიმართულებით არაფერს გამოვრიცხავ! - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.
„არ გამოვრიცხავ, რომ დიდი ხანი არ იყოს ჩემი ამ პოსტზე ყოფნა, გულწრფელად რომ გითხრათ, იქიდან გამომდინარე, რომ აქაც გარკვეული საკითხების გამართვა, მენეჯმენტის დახვეწა, რელსებზე დაყენებაა ჩემი მთავარი მისია ამ შემთხვევაში და მერე თუ სხვაგან იქნება გამოწვევა უფრო მეტი, შეიძლება იქაც გადავინაცვლო, ამას არ გამოვრიცხავ“, - თქვა მდინარაძემ.
რაც შეეხება მის წინა პოზიციებს - მამუკა მდინარაძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ რამ განაპირობა მისი გადასვლა ერთი თანამდებობიდან მეორეზე და რა ვერ გააკეთა წინა პოზიციებზე?
"არა პირიქით, გავაკეთე და ამოვწურე" - თქცა მდინარაძემ.
„თქვენი აზრით რა ვერ გააკეთა?! არა პირიქით, გავაკეთე და ამოვწურე, ის რაც იყო მისია იმ შემთხვევაში ჩემი. მე მართლა გულწრფელად მიხარია ერთი რაღაც, როცა მეუბნებიან, ადამიანები ვართ ყველა, რომ აქ გვჭირდები, სამშობლოს ინტერესს თქვენი ინტერესი რომ დაემთხვეს და მითხრათ, აქ გვჭირდებიო, შეიძლება წამოგყვეთ და იმ სამსახურში ვიმუშაო რასაც შემომთავაზებთ“. - განაცხადა მდინარაძემ.