საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობას ეხმიანება, მადლობას უხდის პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს, თინა ბოკუჩავას ბოლო ორწლიანი მუშაობისთვის და პარტიის სამომავლო ბრძოლებში მთავარ აქცენტს ახალგაზრდებსა და რეფორმატორთა საბჭოზე აკეთებს.
„ბრწყინვალედ ჩატარდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა. უმაგრესმა ხალხმა მოიყარა თავი, ჩვენ გვყავს ლამაზი, გონიერი და გაბედული წევრები. აბა, შეადარეთ ჩვენების ინტელექტი და საერთო დონე, ივანიშვილის მონების ჰაბიტუსს და აზროვნების დონეს.
თინამაც ძალიან სწორი პოზიცია დაიჭირა, მას მადლობა ბოლო ორი წლის მუშაობისთვის.
ახლა ჯერი არის ჩვენს ახალგაზრდებზე, ჩვენს გამოცდილ მებრძოლებზე, ნანუკაზე [ჟორჟოლიანი] და რეფორმატორთა საბჭოზე. ვამაყობ ჩვენი თანამებრძოლებით და ვემზადებით დიდი ბრძოლებისთვის.
ძალა ერთობაშია!“, - წერს სააკაშვილი.