3 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6249 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.10 თეთრით გამყარდა.
ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.33 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0239 ლარი გახდა.
გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 0.15 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.5323 ლარი გახდა.
ერთი ლირას კურსმა 5.52 თეთრი შეადგინა.