თუ რაიმე საფრთხეს უქმნის “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ეს არის ის იაფასიანი მანიპულაციები, რომელსაც, როგორც ჩანს, იმ რამდენიმე კონკრეტულმა პირმა მიმართა, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ 30 ივლისის პოლიტსაბჭოს მოწვევაზე, - ამის შესხებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ბოკუჩავა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის პეტრე ცისკარიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც მან თქვა, რომ „ქართულ ოცნებას“ ვერანაირი მინიშნებებით ვერანაირ საბაბს და მიზეზს ვერავინ მისცემს, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ რეგისტრაციაში არ გაატარონ და თქვა, რომ ძალიან სამწუხაროა, თუ თინა ბოკუჩავამ საკუთარ პარტიასთან ბრძოლის ეს გზა აირჩია. ცისკარიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ეჭვი აქვს, ქართულ ოცნებას“ გაუხარდება „ამ მინიშნებებიდან გამომდინარე, დამატებით იქექონ ჩვენს საბუთებში“.
"ამ საკითხზე 3 რამ შემიძლია ვთქვა, ერთი, თუ რამე აკავებს ივანიშვილს, რომ არ გააუქმოს ოპოზიციური პარტიებიდა მათ შორის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ეს არის საერთაშორისო წნეხი, საერთაშორისო მეგობრების მხრიდან. მეორე - თუ ვინმემ რამე გააკეთა იმისთვის, რომ ეს საერთაშორისო წნეხი შენარჩუნებულიყო და საქართველოს საერთაშორისო მეგობრებითვის პარტიების გაუქმების საკითხი იყოს ძალიან მკაფიო წითელი ხაზი, ეს გააკეთა ნაციონალურმა მოძრაობის საგარეო გუნდა და მათ შორის მეც. მე გაცილებით უფრო კრიტიკულად ვუყურებ იმ 2 წელიწადს, რომელიც მე გავატარე თავმჯდომარის პოსტზე, მაგრამ ამ საკითხში იმედია არავინ შემედავება და მესამე, თუ რაიმე საფრთხეს უქმნის “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ეს არის ის იაფასიანი მანიპულაციები, რომელსაც, როგორც ჩანს, იმ რამდენიმე კონკრეტულმა პირმა მიმართა, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნე 30 ივლისის პოლიტსაბჭოს მოწვევაზე", - განუცხადა ბოკუჩავამ "ტვ პირველს".