მოძრაობის "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ლიდერი ეკა ბესელია ქსნის დახურულ საპყრობილეში იმყოფება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მოძრაობიდან აცნობეს, ბესელია მოძრაობის იურისტებთან ერთად პატიმრებს ხვდება და მათ მდგომარეობას ადგილზე გაეცნობა.
"ეკა ბესელია პირადად მოუსმენს იმ მსჯავრდებულებს, რომლებიც ბოლო პერიოდში უფლებების დარღვევის თაობაზე საჩივრებით მიმართავენ პრეზიდენტს და დახმარებას თხოვენ უფლებადამცველებს", - აცხადებენ მოძრაობაში.
შეგახსენებთ, რომ ეკა ბესელია საპყრობილეებში მონიტორინგს პერიოდულად აწყობს.