საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, უკრაინელმა ერმა მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რას ნიშნავს დაიცვა საკუთარი ტერიტორია, დაიცვა შენი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.
"ძვირფასო ვოლოდიმირ,
ძვირფასო პრეზიდენტო ზელენსკი,
ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო,
თქვენი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებული რუსული აგრესიის შემდეგ, ეს უკვე მესამედ, გულწრფელად გიგზავნით ქართველი ხალხის მილოცვებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.
ჩვენ, ქართველები და თქვენ, უკრაინელები, კარგად ვაცნობიერებთ დამოუკიდებლობის ფასს, ტერიტორიული მთლიანობის ფასს, სუვერენიტეტის ფასს. ბოლო წლებში თქვენ მსოფლიოს დაუმტკიცეთ რას ნიშნავს დაიცვა საკუთარი ტერიტორია, დაიცვა შენი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.
თქვენ მოახერხეთ გაგეერთიანებინათ მთელი ევროპა თქვენს გვერდით და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ არა მხოლოდ აჩვენებთ, რომ ვერავინ მოიპოვებს უკრაინას ომის გზით, არამედ აჩვენებთ, რომ ვერავინ მოიპოვებს უკრაინას მშვიდობის გზითაც.
თქვენ გექნებათ მშვიდობა, თქვენ გაქვთ ქართველი ხალხის მხარდაჭერა, ჩვენ ერთად გვექნება საერთო მომავალი ევროპაში, ამაშიც დარწმუნებული ვარ და მინდა, კიდევ ერთხელ, მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე!"