ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „ჰადსონის ინსტიტუტს“ იმის გამო ემუქრება, რომ მან „ირანული ტერორიზმისადმი „ქართული ოცნების“ ღრმა მხარდაჭერა გამოააშკარავა“.
„აღმაშფოთებელია, რომ საქართველოს ტერორისტების მოყვარული მარიონეტი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „ჰადსონის ინსტიტუტს“ ემუქრება იმის გამო, რომ მან გამოააშკარავა „ქართული ოცნების“ ღრმა მხარდაჭერა ირანული ტერორიზმისადმი, რომელიც ამერიკელებს კლავს“, - წერს კონგრესმენი სოციალურ ქსელში.