ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა განაცხადა, რომ ქვეყნის ისტორიაში პირველად, ესტონეთის ტერიტორიაზე გამანადგურებელმა, სავარაუდოდ, „გზააბნეული“ უკრაინული დრონი ჩამოაგდო, რის გამოც ქვეყნის ნაწილში საჰაერო განგაში გამოცხადდა. ამის შესახებ Delfi იუწყება.
პევკურის თქმით, უპილოტო საფრენი აპარატი, რომელმაც ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, ბალტიის ქვეყნებში პატრულირებისას მყოფმა გამანადგურებლებმა ვირციარვის ტბის თავზე ჩამოაგდეს. ტბა ქვეყნის ცენტრალურ-სამხრეთ ნაწილში მდებარეობს - რუსეთის საზღვარსა და რიგის ყურის სანაპიროს შორის, დაახლოებით 80 კილომეტრში რუსეთის საზღვრიდან.
„ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენ თავად ჩამოვაგდეთ უპილოტო საფრენი აპარატი,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
მისი თქმით, დიდი ალბათობით, საუბარია უკრაინულ დრონზე, რომელმაც რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებისკენ მიმავალ გზაზე კურსი დაკარგა.