აშშ-ის ქალაქ სან დიეგოში მდებარე ისლამურ ცენტრში ორმა შეიარაღებულმა მოზარდმა სამი ადამიანი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
დეტალები: პოლიციის ინფორმაციით, ორშაბათს სან-დიეგოს ისლამურ ცენტრში ორმა შეიარაღებულმა ახალგაზრდამ ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც დაცვის თანამშრომელი და კიდევ ორი კაცი დაიღუპა. მოგვიანებით, ცენტრიდან ახლოს მდებარე ავტომობილში 17 და 18 წლის ახალგაზრდების ცხედრები აღმოაჩინეს. წინასწარი ინფორმაციით, მათ ცეცხლსასროლი იარაღით თავი მოიკლეს.
ოფიციალური პირების განცხადებით, დაღუპულმა დაცვის თანამშრომელმა, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტი მსხვერპლი თავიდან აიცილა.
სან-დიეგოს პოლიციის უფროსმა სკოტ უოლმა განაცხადა, რომ ადგილობრივი სამართალდამცავები და გამოძიების ფედერალური ბიურო სან-დიეგოს ოლქის უდიდეს მეჩეთზე თავდასხმას იძიებენ, როგორც სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულს.
ამ დროისთვის ხელისუფლებას საჯაროდ არ დაუსახელებია თავდასხმის ზუსტი მოტივი, რომელმაც შესაძლოა ეს შეიარაღებული ძალადობა გამოეწვია.