ტაილანდში, ბანგკოკში მატარებლისა და ავტობუსი შეჯახების შედეგად სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა და კიდევ 25 დაშავდა. ამის შესახებ Reuters იუწყება.
გამოცემის ცნობით, შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ მეხანძრეები და სამაშველო ჯგუფები, რადგან ცეცხლი სწრაფად გავრცელდა ავტობუსსა და ახლომდებარე მსუბუქ ავტომობილებსა და მოტოციკლებზე.
ინციდენტის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.