აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ირანის დახმარებისთვის სანქციები დააწესა 10 ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ, რომლებიც, ვაშინგტონის ცნობით, ირანს „შაჰედის“ ტიპის დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების წარმოებისთვის საჭირო იარაღისა და ნედლეულის მიღებაში ეხმარებოდნენ. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) განცხადებით, სანქცირებული პირები და კომპანიები დაფუძნებულნი არიან ახლო აღმოსავლეთში, აზიაში და აღმოსავლეთ ევროპაში და ხელს უწყობენ ირანის სამხედრო ძალებს იარაღისა და დრონების წარმოებისთვის საჭირო მასალების მიწოდებაში.
სანქციები შეეხო ჩინეთთან და ბანგკოკთან დაკავშირებულ კომპანიებსა და პირებს, ასევე ბელარუსსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაფუძნებულ სუბიექტებს.
„პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მტკიცე ხელმძღვანელობით ჩვენ გავაგრძელებთ მოქმედებას ამერიკის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ვიმოქმედებთ უცხოელი ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ, რომლებიც ირანის სამხედროებს აწვდიან იარაღს, რომელიც გამოიყენება ამერიკული ძალების წინააღმდეგ,“ - განაცხადა აშშ-ის სახაზინო მდივანმა სკოტ ბესენტმა.